მთავარისიახლეებიმსოფლიოსაფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ემანუელ მაკრონს პროგნოზირებენ

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ემანუელ მაკრონს პროგნოზირებენ

Published on

საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.
 
ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.
 
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელკ მაკრონი „ადვილად დაამარცხებს“ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენს. 
 
სოციოლოგიური კომპანია Ipsos Sopra Steria-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 62%-ს იღებს, ხოლო მარინ ლე პენი – 38%-ს.
 
კიდევ ერთი სოციოლოგიური კომპანიის, Harris Interactive-ის გამოკითხვის თანახმად, მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 64%-ს მიიღებს, მარინ ლე პენი – 36%-ს. 
 
​საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი ცენტრისტების ინტერესებს წარმოადგენს, იგი  ამომრჩეველს პირდება, რომ შეძლებს ერის გაერთიანებას პრაგმატული ცენტრისტული ღირებულებების გარშემო, გაზრდის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს  და კიდევ უფრო განამტკიცებს გერმანიასთან ურთიერთობებს. 
 
არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, 10-ვე კანდიდატი ძლიერი კონკურენტი იყო. მან გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ შეძლეს ერთ წელიწადში ფრანგული პოლიტიკა შეეცვალათ. 
 
„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს კვირას 23 აპრილს ფრანგმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავის ისტორიაში საკმაოდ რთულ პერიოდს გადი, ეკონომიკური კრიზისის, ეკოლოგიური პრობლემების, ტერორისტული საფრთხეების სახით, ხალხმა თავისი სათქმელი ყველაზე ლამაზი ფორმით თქვა – ამ არჩევნების პირველი ტურის ლიდერად ამირჩიეს. მე ვაცნობიერებ ამ პატივსა და პასუხისმგებლობას, რომელიც მხვდა წილად. მადლობას გიხდით. მესმის მათი იმედგაცრუება, ვინც სხვა კანდიდატებს დაუჭირა მხარი, მადლობას ვუხდი ფრანსუა ფიიონს, რომელმაც ჩემი მხარდამჭერი მოწოდება გააკეთა" – განაცხადა ემანეულ მაკრონიმ სიტყვით გამოსვლისას.

 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...