მთავარისიახლეებიმსოფლიოშეტაკება პარიზში - საპროტესტო აქციის დროს პოლიცია დემონსტრანტებს დაუპირისპირდა

შეტაკება პარიზში – საპროტესტო აქციის დროს პოლიცია დემონსტრანტებს დაუპირისპირდა

Published on

პარიზში პოლიციასა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. რამდენიმე ასეული „ანტიფაშისტების მოძრაობის" აქტივისტი პარიზში, ბასტილიის მოედანზე გამოვიდა. დემონსტრანტები „ბარიკადების ღამის“ ჩატარებას აპირებენ.აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი იმ „მასკარადს“ აპროტესტებენ, რასაც არჩევნები ქვია. მისი თქმით, ის არც ერთ კანდიდატს არ აღიარებს.პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს, ვინაიდან მათ გზის ბლოკირება მოახდინეს. დემონსტრანტები პოლიციელებს ბოთლებს ესვრიან.გუშინ  საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადიან.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...