მთავარისიახლეებირეგიონებიძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

Published on

ძლიერმა ქალმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში ხუთ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა.  მთელი დღის განმავლობაში გზები დაზიანებული ხეებისგან სუფთავდებოდა, წაქცეული ხეები მოიჭრა ეზოებსა და პარკებში. სამუშაოებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საგანგებო სიტუაციების სამსახური, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა. წაქცეულმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, ენერგო პრო ჯორჯიას ტექნიკური პერსონალი დაზიანებების აღმოსაფხვრელად საგანგებო პირობებში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისთვის ელექტროენერგიის შეუზღუდავად მიწოდება დღის ბოლოსთვის მოხდება.

 

ძლიერმა ქარმა ასევე პრობლემები ჯვარის საავადმყოფოსაც შეუქმნა. კლინიკის პერსონალის განცხადებით, წაქცეულმა ხემ კორპუსის მიმდებარედ ელექტროენერგიის კაბელები გაწყვიტა, რის შედეგადაც სამშობიარო საავადმყოფო დენის გარეშე დარჩა. 

სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბიც შეიქმნა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ლევან შონიას საგანგებო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. წალენჯიხაში ასევე დილიდანვე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქარი ჩადგა, თუმცა როგორც მეტეოროლოგები ამბობენ წვიმაა მოსალოდნელი.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...