მთავარისიახლეებიპოლიტიკასაფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს

საფრანგეთი პრეზიდენტს ირჩევს

Published on

საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ. 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე. საფრანგეთში და ზღვისიქითა ტერიტორიებზე ოფიციალურად 46,67 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგებს შორის კი – 1,3 მილიონი ამომრჩეველი. არჩევნების პირველი შედეგები ცნობილი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათის შემდეგ გახდება.

საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: პარტია „აღსდექ, საფრანგეთოს“ ლიდერი ნიკოლა დიუპონ-ენიანი, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი, მმართველი „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატი ბენუა ამონი, უკიდურესად მემარცხენე პარტია „მუშათა ბრძოლის“ პარტიის კანდიდატი ნატალი არტო, „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის“ ლიდერი ფილიპ პუტუ, „სოლიდარობისა და პროგრესის“ პარტიის დამფუძნებელი ჟაკ შემინადი, ცენტრისტი დეპუტატი ჟან ლასალი, უკიდურესი მემარცხენეების წარმომადგენელი ჟან-ლუკ მელანშონი და „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი. 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დღეს, 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი და ფრანსუა ფიიონი ითვლებიან.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...