მთავარისიახლეებიმსოფლიობელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა

Published on

ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია“.

„ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის ავტოკეფალურ ეკლესიაში ასევე აცხადებენ, რომ ბელარუსში ძალადობა ხორციელდება ქვეყნის აღმოსავლელი მეზობლის მხარდაჭერით, რომელიც თავს „მართლმადიდებელს” და “უფროს ძმას” უწოდებს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო კი მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის.

ამავე ინფორმაციით, ბელორუსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ბელორუსების რელიგიური ორგანიზაციაა, მაგრამ ბელორუსის ხელისუფლება უარს ამბობს მის რეგისტრაციაზე, რის გამოც მას არ შეუძლია მიიღოს კონსტანტინოპოლის კანონიკური ეკლესიის სტატუსი.

ბელორუსის გარდა, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლი ჰყავს აშშ – ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. საღმრთო მსახურება ბელორუსულ ენაზე ტარდება.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...