ესებუას სინდრომი და კრიზისი და ქაოსი ხელისუფლებაში

0
512

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი თავდამსხმელი პარლამენტარებს 3 მოთხოვნას უყენებს. თავდამსხმელის მოთხოვნებია: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი, ვინც იყო არჩევნებამდე, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ყველანი შეიკრიბონ პარლამენტში, მიიღონ 3 კანონი.

  • პირველი – აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები.
  • მეორე – ბანკებს მიეცეთ უფლება მხოლოდ 7% წლიური, დავიღალეთ. ვისაც სესხები აღებული და მთლიან საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. კრიზისები რომ არის და ხალხი უმუშევარი დარჩა, დააცადეთ ხალხს, სანამ ეს პანდემია გადაივლის, მანამდე მაინც დააცადეთ, ხალხს ფული არ აქვს.
  • მესამე – წამლები, მოხუცი ხალხი ხმარობს ძირითად წამლებს, აძლევთ 250 ლარ პენსიას, მერე ეუბნებით წინასწარ აიღეთ სესხი, აიღებენ წინასწარ, ნახევარზე მეტ პენსიას ართმევს, რაც პენსია რჩებათ წამლებიც გაუძვირეთ და ახლა იმასაც ვეღარ ყიდულობენ. შეამცირეთ წამლების ფასი. ვინც ყიდის ამ მედიკამენტებს, მაქსიმუმ მიეცეთ 10%-იანი მოგების უფლება”. – ამბობს მძევლების ამყვანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში
  • შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ გაჟღერებულ ამ მოთხოვნებს ნახევრად ხუმრობით ეხმაურებიან ოპოზიციაში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არსებულ მწვავე კრიმინოგენულ სიტუაციას და ქაოსს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი: ,,ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია:1. აზარტული თამაშების აკრძალვას; 2. ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი; 3. პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში. ხელისუფლებას მოვუწოდებ, დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები.”

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე – მე არ ვეთანხმები არც სესხზე %-ის ზედა ზღვრის დაწესებას, არც აზარტული თამაშების აკრძალვას, არც წამლებზე ფასების კონტროლს, არც ლიმონკით სირბილს. ამიტომ ხვალ გია ვოლსკი და მისი ჯანი!

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი: “აბა შეშა ჰქონოდათ ყაჩაღებს, ვინ მიუშვებდა ბანკამდე”. –

შეგახსენებთ, შეიარაღებული პირი ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მძევლად აყვანილია 9 პირი.

გამოძიების ინფორმაციით, მიოკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირია შეჭრილი, რომელსაც ცხრა მძევალი ჰყავს. პირი იდენტიფიცირებულია, საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის პირველ სართულზეა განთავსებული ბანკი, მოსახლეობა ევაკუირებულია.თავდამსხმელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მძევლების განთავისუფლების საკითხზე და ხორციელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

წინა სტატიათბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია
შემდეგი სტატიაანტი-კოვიდი ( II სეზონი), გადაცემა 36 (20.11.2020) [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური