ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ზუგდიდში პარტიის ერთ-ერთი წევრი ჯონი ჯიქია უხელმძღვანელებს, ამის შესახებ დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიუროს გახსნისას განაცხადა.ბიუროში სულ 4 ადამიანია დასაქმებული. მერაბ ქვარაიას თქმით, დაიგეგმება ამოქალაქეებთან შეხვედრები და ბიუროს მჭიდრო კავშირი ექნება მათთან.რაც შეეხება, ბიუროს ხელმძღვანელს ჯონი ჯიქიას, ის 2007 წელს „კონსერვატიული პარტიიდან“ საკრებულოს დეპუტატი იყო, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ასევე მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილიქნა ასაფეთქებელი ნივთიერებაც, რის გამოც მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეტა მიუსაჯა.საბოლოოდ ბრალდებულმა სასჯელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შედეგად მას ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოეხსნა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯონი ჯიქია პოლიტპატიმრის სტატუსის მატარებელია
სიახლეები
სიახლეები
მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...
საზოგადოება
NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...
სიახლეები
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე
ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...
სიახლეები
საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...