მთავარისიახლეებიმსოფლიოცენტრალურ ამერიკას ქარიშხალმა „იოტამ“ გადაუარა

ცენტრალურ ამერიკას ქარიშხალმა „იოტამ“ გადაუარა

Published on

ქარიშხალ „იოტას“ ცენტრალური ამერიკის რეგიონში 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტიქიის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ჩრდილოეთ კოლუმბიიდან სამხრეთ მექსიკამდე მდებარე უამრავ სოფელში ქარიშხლისგან გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება და ღვარცოფი გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰონდურასის ქალაქი სან-პედრო-სულა დააზარალა. მთლიანად დაიტბორა ქალაქის აეროპორტი.

სტიქიის გამო ნიკარაგუას 160 000 და ჰონდურასის 70 000 მცხოვრები დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ნიკარაგუის აღმოსავლეთ სანაპიროს მე-5 კატეგორიის ქარიშხალი „იოტა“ ორი დღის წინ დაატყდა თავს. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს 2 კვირის წინ კიდევ ერთი ქარიშხალი, „ეტა“ დაატყდა თავს, რომელსაც სულ მცირე, 200 ადამიანი ემსხვერპლა.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...