მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოს გუბერნატორი მოსწავლეებსა და მაწავლებლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს

სამეგრელოს გუბერნატორი მოსწავლეებსა და მაწავლებლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს

Published on

„ჩემო ძვირფასებო – მასწავლებლებო და მოსწავლეებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებს, რომლეთა ცხოვრებაშიც ახალი ერა იწყება. მინდა თითოელ თქვენგანს კარგი სწავლა და წარმატებები ვუსურვო. თქვენ, ვინც დღეს სკოლაში წახვედით  გახსოვდეთ, რომ  ხართ ქვეყნის მომავალი და სამშობლოს ყველაზე მეტად თქვენი განათლება წაადგება.
მოსწავლეებთან ერთად ეს დღე გასაკუთრებულია მასწავლებლებისთვის, თითოეულ მათგანს მინდა მივულოცო დღვანდელი დღე და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურო. თქვენ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი გენიჭებათ განათლებული თაობის აღზრდის საქმეში. 
სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელებს და მასწავლებლებს, ჩვენს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ნაწილმა საბავშო ბაღებში სწავლა სწორედ დღეს დაიწყო.
მთავრობა დღეს ისე დგას მოსწავლის და მასწავლებლის გვერდით, როგორც არასდროს აქამდე. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო. საქართველოს მასშტაბით უფასო სასკოლო ავტობუსით სარგებლობს 64 ათასზე მეტი მოსწავლე, ეს ციფრი კი ჩვენს რეგიონში 13 ათასს აღწევს. წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარემონტდა და აღიჭურვა არაერთი სკოლა, აშენდა და კეთილმოეწყო საბავშო ბაღები. რა თქმა უნდა ეს პროცესი უფრო გაძლიერებულად გაგრძელდება სამომავლოდ, რადგან მთავრობისთვის პრიორიტეტულია განათლებაა და მისი ხელმისაწვდომობა. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“
 
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია
 

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...