მთავარისიახლეებიმსოფლიოშავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულისაქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ნაპოვნი არ არის

შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულისაქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ნაპოვნი არ არის

Published on

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული სამი მეზღვაურის იდენტიფიკაცია მოხდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე არ არის. სამი მეზღვაურიდან ორი მათგანი უკარინის, ხოლო ერთი- რუსეთის მოქალაქეა. შავ ზღვაში სატვირთო გემი «Герои Арсенала» ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 1 წევრის გადარჩენა მოხერხდა, სამი გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენებზე კი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი – რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.
 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...