მთავარისიახლეებიმსოფლიომოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს

Published on

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაია სანდუმ არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი -43%.

ცესკო-ს ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99%.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. 1-ელ ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, გამარჯვებისთვის საჭირო 50 %-ის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. პირველ ტურში მაია სანდუმ ხმების 36.1 % მიიღო, იგორ დოდონმა კი – 32.6 %.

სანდუ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. მოქმედი პრეზიდენტი კი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...