მთავარისიახლეებიკონფლიქტებიყველაზე ნათელი პერსპექტივა, რომელიც სოხუმში რუსეთის საელჩოს შენობას ელის, ოკუპაციის მუზეუმია

ყველაზე ნათელი პერსპექტივა, რომელიც სოხუმში რუსეთის საელჩოს შენობას ელის, ოკუპაციის მუზეუმია

Published on

ასეთი შენობა დაახვედრეს ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაში. მის ჩამოსვლას  დღის მეორე ნახევარში ელიან ე.წ. სოხუმის ვ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში .
 
საელჩოს ახალი შენობის ლენტი 18 საათზე გაიჭრება, აფხაზური მხრიდან მაკრატელს მოიმარჯვებს აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში იგორ ახბა, რუსეთის მხრიდან – რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი.   
 
საელჩოს შენობა სოხუმის ცენტრში ლაკობასა და აიდგილარას ქუჩების გადაკვეთაზეა აგებული. კომპლექსი კუჩარენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტშია დაპროექტებული.
 
როგორც ინსტიტუტის საიტზე შენობის  ფრიად აღმატებულ სტილში შესრულებულ აღწერილობაშია აღნიშნული, საელჩოს კომპლექსის კომპოზიციის ძირითადი ელემენტია სამსახურებრივ- წარმომადგენლობითი შენობა, რომლის გარეფასადები ლაკობასა და აიდგილარას ქუჩებზე გადის. კომპლექსის ცალკეული ელემენტები ერთიდან ოთხ სართულამდეა,  ძირითადი ნაგებობა სამსართულიანიამათგან ერთი ცოკოლის ტიპისაა. მთავარი შესასვლელი   შემკულია ოთხი სართულის სიმაღლის კოლონადით. შენობის წინამხარეს, კოლონადის პორტალზე  განთავსებულია რუსეთის ფედერაციის გერბი, რომელიც ჩრდილეთისკენ არის მიქცეული. კომპლექსს აქვს მრავალფუნქციური  შიდა ეზო, შენობა აღჭურვილია კიბე-ლიფტის კვანძებით. სიღრმეში განთავსებულია დახურული და ღია, ტერასული სამუშაო ოთახები, საცურაო და დეკორატიული  აუზები, სოლარიუმები, კაფეები., შენობას აქვს კომფორტული ავტოსადგომები.  კომპოზიციას აგვირგვინებს დიდი გუმბათი.    შენობა კლასიკური სასახლეების სტილით არის ნაგები. 
,,ოდიში ნიუსი'' თავის მხრივ  დასძენს, რომ კლასიკური სასახლეებისგან განსხვავებით, საეჭვოა, საელჩოს ამ შენობას ფუნქციები დიდხანს შერჩეს – ყველაზე ნათელი პერსპექტივა, რომელიც მას რუსეთის არმიისგან განთავისუფლებულ სოხუმში  ელის, ალბათ, მაინც  ოკუპაციის მუზეუმია.  




 

 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...