მთავარისიახლეებიმსოფლიო,, ვინც იცის, როგორ აწარმოოს ომი, მოწინააღდეგის არმიას ისე აჩოქებს,...

,, ვინც იცის, როგორ აწარმოოს ომი, მოწინააღდეგის არმიას ისე აჩოქებს, რომ ბრძოლამდე არ მიყავს საქმე” – ტრამპი ფხენიანის წინააღმდეგ

Published on

კიმ ჩენ ინი, როგორც მოსალოდნელი იყო,  ტრამპის წინაშე დაფრთხა და თავისი უმოქმედობის დასამალავად ფუჭ  მილიტარისტულ რიტორიკას და მოძველებული სამხედრო ტექნიკის აღლუმს ამოეფარა; როგორც ჩანს, მას თავად აღარ სჯერა საკუთარი თავისა – ფხენანმა ვერ გარისკა 15 აპრილს დაგეგმილი მეექვსე მიწისქვეშა ბირთვული გამოცდის ჩატარება. გამოცდაზე უარის თქმის  გადაწყვეტილება მან მიიღო მას შემდეგ, რაც აშშ – მ, არცთუ იაპონიისა და სამხრეთ კორეის დაუხმარებლად, სულ  რამდენიმე კვირაში, უფრო ზუსტად  – რამდენიმე დღეში   ჩამოაყალიბა უძლიერესი წყნარი ოკეანიის დაჯგუფება კორეის ნახევარკუნძულთან, რაც აძლევს  შესაძლებლობას ნებისმიერ მომენტში აამოქმედოს  ჩრდილეთ კორეის წინააღმდეგ  მრავალრიცხოვანი სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გიგანტური ძალა.
 
ამრიგად, ამერიკის  ახალმა ადმინისტრაციამ პენტაგონისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო კადრებთან ერთად  ერთი გასროლის გარეშე ააღებინა ხელი ჩრდილოეთ კორეას მორიგ ბირთვულ გამოცდაზე, რასაც  ცხვირწინ უთამაშებდა უხეხემლო ობამას.
,,საუკეთესო ომი ის არის, რომელიც არ დაწყებულა. ამიტომ ის, ვინც  იცის, როგორ აწარმოოს ომი,  მოწინააღდეგის არმიას ისე აჩოქებს, რომ ბრძოლამდე არ მიყავს საქმე'' – ნათქვამი აქვს ლეგენდარულ ჩინელ სარდალს სუნ ძის – თუ ათჯერ მეტი ძალა გყავს ვიდრე მოწინააღდეგეს, უბრალოდ ალყაში მოაქციე იგი''.
 სწორედ ამ  მანევრს მიმართა  პენტაგონმა, როცა  ფაქტობრივად 2,5 ათასი ,,ტომაჰავკი'' წამოსწია ჩრდილოეთ კორესის წინაღმდეგ და,  სამხედრო ექსპერტების თქმით, დაუყოვნებლივ შეუძლია დაახლოებით ამდენივე ფრთოსანი რაკეტა გაუშვას კორეისაკენ თუ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება გაბედავს და განახორციელებს სამხედრო პროვოკაციას, რომელიც ამ დასვენების დღეებში კიმ ირ სენის დაბადების 105 წლისთავის  აღსანიშნავი ზეიმის ფარგლებში ჰქონდა  დაგეგმილი. – წერს NBC News.

 

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...