მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება!- ივანიშვილის...

თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება!- ივანიშვილის პირადი პატიმარი გიორგი რურუა

Published on

გიორგი რურუაზე პოლიტიკური დაკვეთა იყო. – ასე ეხმაურება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი   2 ნოემბერს გლდანის ციხეში მომხდარ ამაზრზენ ფაქტს, რომელიც ყველა ნიშნით ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული – ხელისუფლების დაგეშილი სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ივანიშვილის პირად პატიმარს, მთავარი არხის დამფუძნებელსა და ოპოზიციური მოძრაობის ერთერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელიც სასჯელს სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით იხდის. დაპირისპირების შედეგად რურუას სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

თავად გიორგი რურუა Facebook-ზე ავრცელებს პოსტს სადაც წერს, რომ მასზე თავდასხმაში პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. 

გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის”, – წერს გიორგი რურუა. 

ამასთან, გიორგი რურუა მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას. “სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას. თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება.– წერს გიორგი რურუა

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...