მთავარისიახლეებისამართალიგუშაგი, რომლის გასროლას შეეწირა ,,კრწანისის'' ტერიტორიაზე ზუგდიდელი ახალგაზრდა გიგა შენგელია, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

გუშაგი, რომლის გასროლას შეეწირა ,,კრწანისის” ტერიტორიაზე ზუგდიდელი ახალგაზრდა გიგა შენგელია, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა

Published on

საქართველოს მთავარი პროკურატურაში  გაკეთდა განცხადება  2016 წლის 23 ოქტომბერს, სასწავლო ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
 
პროკურატურის განცხადებით, გუშაგს, რომლის გასროლას შეეწირა გიგა შენგელია, ბრალი არ მიუძღვის –  ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ იგი მოქმედებდა კანონის, კერძოდ, შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. 
 
გადაწყვეტილება ეყრდნობა საქმის გამოძიების მასალებს – ჩატარებულია   არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ჩატარებულია  სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული, გენეტიკური, კომისიური და კომპლექსური ექსპერტიზები, განხორციელებულია  ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის თანახმად  არ დასტურდება გუშაგის მხრიდან წესდების დარღვევითა და გაუფრთხილებლობის შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი.
 
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 23 ოქტომბერს, ღამის საათებში, გიგა შენგელიამ, ძმასთან – გიორგი შენგელიასთან და თანმხლებ პირთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით ფარულად შეაღწია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე, რაც შემჩნეული იქნა გუშაგის მიერ. „შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლით მოუწოდა ხსენებულ პირებს შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც გუშაგმა ზემოაღნიშნული პირების მისამართით განახორციელა გასროლები, რასაც შედეგად მოჰყვა გიგა შენგელიას გარდაცვალება. – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 
 
. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...