მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტების მიერ დაკავებული მამ-შვილის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია. ენგურის ხიდზე შეკრებილი ოჯახი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული მამ-შვილის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია. ენგურის ხიდზე შეკრებილი ოჯახი მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებს

Published on

დღეს ენგურის ხიდზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრები.  მათ ხელისუფლებას დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს.
 
პაატა როგავას დის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ინფორმაცია კვლავ არ მიეწოდება, 20 აპრილს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და აფხაზეთში გადასვლასაც შეეცდებიან.
ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, როგავების ე.წ. საქმეზე სასამართლო პროცესი 21 აპრილს უნდა გაიმართოს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ზუსტი ინფორმაცია არც ამის შესახებ აქვთ.
 
დღევანდელი აქცია უკვე მეორეა ბოლო სამი დღის განმავლობაში, წინა აქციაზე როგავების ოჯახის წევრებმა ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ თუ მათი კითხვები ხელისუფლების მიმართ კვლავ უპასუხოდ დარჩებოდა,  უფრო ხალხმრავალ აქციას გამართავდნენ.   “ჩვენთან მხოლოდ ზუგდიდის გამგეობიდან იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან. ვითხოვთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მამაჩემი და ჩემი ძმა. პოლიციას პირადობის ასლები უნდა გაეგზავნა, თუმცა წითელ ჯვარში გვითხრეს, რომ ეს არ მომხდარა. იმ შემთხვევაში, თუ არავინ გამოგვეხმაურება და ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ხვალიდან მთელი ჩვენი სანათესაო და ჩვენ ოჯახის წევრები, აქ დავდგებით და მანამდე არ დავიშლებით, ვიდრე არ გვეცოდინება მამაჩემის და ჩემი ძმის მდგომარეობა და ის, თუ რას აკეთებს ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად”, –  განაცხადა არჩილ როგავას შვილმა თინათინ  როგავამ წინა აქციაზე .
 
შეგახსენებთ, 5 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა  ენგურის  ნაპირებიდან გაიტაცეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრები მამა-შვილი როგავები , რომლებიც   დაკარგულ ცხენს ეძებდნენ და და მდინარის გაღმა  ნაპირს მიუახლოვდნენ, თუმცა ადმინისტრაციული საზღვარი არ დაურღვევია. გატაცებულები, ოჯახის წევრების  ინფორმაციით, იარაღის მუქარით ამოიყვანეს წყლიდან და დაატყვევეს. ამჟამად  ოკუპანტეს მამა – შვილი სავარაუდოდ აფხაზეთის ერთერთ  იზოლატორში ყავთ დაკავებული ,,საზღვრის'' უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.
 

 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...