მთავარისიახლეებიმსოფლიონატოსა და აშშ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დგება

ნატოსა და აშშ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დგება

Published on

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო აღარ არის „მოძველებული ორგანიზაცია – იგი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ბასტიონია“. – განაცხადა   აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე . 
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა იანვარში, ფიცის დადებამდე განაცხადა, რომ „ნატო მოძველებული ორგანიზაციაა, ვინაიდან ბევრი წლის უკან იყო შექმნილი“. 
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსის წევრებს თავიანთი მშპ-ის 2% მოახმარონ თავდაცვის მიზნებს , „თუ ისინი თავიანთ სამართლიან წილს გადაიხდიან, ჩვენ ყველანი გაცილებით დაცულნი ვიქნებით“, – განაცხადა მან.
პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესებას იმედოვნებს“. 
 
„მე ვენდობი ტრამპს, როგორც ლიდერს, ვინაიდან ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ფარგლებში,  მჯერა, რომ ის ერთგულია ნატო-სადმი, რადგან მან ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც დაამტკიცა“, -აღნიშნა თავის მხრივ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში  – „ახლა, პირველად ბევრი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო-სთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც. სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად მსოფლიოში აშშ-ს სჭირდება მეგობრები და მოკავშირეები და ნატო აშშ-სთვის საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...