მთავარისიახლეებიმსოფლიო,,გეთუ ყოროფაქ!'' - რუსეთთან რომანი დასრულდა

,,გეთუ ყოროფაქ!” – რუსეთთან რომანი დასრულდა

Published on

ბრიტანული "The Times"  ტრამპის განცხადებებსა და ქმედებებს  რუსეთისა და მისი მფარველობის ქვეშ მყოფი რეჟიმების წინააღმდეგ აფასებს როგორც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის რომანის გარდაცვალებას. გამოცემა დასძენს, რომ აშშ–მ სირიაში ასადისა და რუსეთის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშით დასცინა  რუსეთის მოლოდინს,რომ აშშ–ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა  არ მოვიდოდა მკვეთრ წინააღმდეგობაში რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან  დაწყებული ეკონომიკურ სანქციებთან, დამთავრებული ყირიმთან მიმართებაში. 
 
გერმანული Tagesspiegel –ის ერთ –ერთი ავტორი კი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი მოსკოვისთვის მოულოდნელობებით სავსე "შავი ყუთი" აღმოჩნდა. აქამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო არაპროგნოზირებადი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში, რომელმაც იცოდა, თუ როგორ ესარგებლა ამით,  მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და პუტინი ტრამპს შეეჯახა.
 
თუ ვაშინგტონი ვერ შეძლებს მიაღწიოს შეთანხმებას მოსკოვთან სირიის საკითხში, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას მოახდენს – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, –  არანაირი კითხვის ქვეშ არ დგას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში  რუსეთი  აუცილებლად გაიზიარებს სსრ კავშირის ბედს .
 
სპაისერმა ასევე განაცხადა, რომ სირიის საკითხში შეერთებული შტატების  პოზიციას დღეს მხარს არ უჭერენ მხოლოდ  არშემდგარი სახელმწიფოები – ჩრდილოეთ კორეა, სირია, ირანი და რუსეთი.
დღესვე აშს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურმა რექს ტილერსონმა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთს – მან განაცხადა, რომ რუსეთს ორი არჩევანი აქვს – ან შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა და  აღორძინება,  ან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერა და საერთაშორისო იზიოლაცია და სრული კრახი. 
 

,,გეთუ ყოროფაქ! ''-  ტრამპის რომანი რუსეთთან დასრულდა. იყო კი ეს რომანი საერთოდ?

 

 
 

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...