მთავარისიახლეებიმსოფლიოვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონისადმი ნდობის ხარისხს გაუარესებაზე ლაპარაკობს

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონისადმი ნდობის ხარისხს გაუარესებაზე ლაპარაკობს

Published on

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონთან ნდობის ხარისხი, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში არათუ გაუმჯობესდა, მე ვიტყოდი, რომ გაუარესდა კიდეც, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმატელეარხ Мир-სთვის მიცემულ ინტერვიუში ,  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გაჩენილ ახალ რეალიებზე საუბრისას.  
 
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, ვიზიტის მიზანია მოლაპარაკებები  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვითან. „დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ღია და გულწრფელ დიალოგს, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დადებითი მიმართულებით წავიდესვ„ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს ჩვენი პოზიციები ავუხსნათ და იმ სფეროებზე ვისაუბროთ, სადაც ჩვენი მიზნები საერთოა და ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მიუხედავად ტაქტიკური მიდგომების განსხვავებისა“,“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. 
 
პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით,    პრეზიდენტი პუტინი რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს მიიღებს, თუ დღის განმავლობაში მხარეები მიზანშეწონილად ჩათვლიან, მოლაპარაკებების შედეგებზე მოხსენება გააკეთონ რუსეთის პრეზიდენტთან
 
 
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...