მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას

დატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას

Published on

ჯერ არ არის ცნობილი, დატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას და დატოვების შემთხვევაში როგორ გეგმავს გააგრძელოს  საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა   საკონსტიტუტიო პროცესის ფარგლებში.  
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით პარტია შესაბამისი განხილვების და მსჯელობის შემდეგ მიიღებს. დღეს კი  ისინი  საკონსტიტუციო კომისიის  სხდომას ესწრებიან .
 
„წარმოდგენილია, ფაქტობრივად, კონსტიტუციის ახალი პროექტი. წარმოდგენილია ასევე რამდენიმე ალტერნატიული წინადადება. ჩვენ მოვისმენთ განხილვებს კომისიის ფაგრლებში, გავეცნობით წარმოდგენილ დოკუმენტებს. სამწუხაროა, რომ აშკარად გამოიკვეთა ხელისუფლების სურვილი, იგნონირება გაუკეთოს საზოგადოებრივ აზრს, ისევე, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აზრს კონსტიტუციის თაობაზე. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი მოსაზრებები, რომელიც ეწინააღმდეგება წარმოდგენილ პროექტს.
ჩვენ ვიმსჯელებთ ზოგადად საზოგადოებრივ განწყობაზე, ამ დოკუმენტებზე, რომელიც წარმოდგენილია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს შესაბამისი განხილვების და მსჯელობის შემდეგ, როგორ გავაგრძელებთ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკონსტიტუტიო პროცესის ფარგლებში,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა სხდომის დაწყებამდე  ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...