მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალი დიდაჭარაში - ხალხმა ქართული ოცნების კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და...

სკანდალი დიდაჭარაში – ხალხმა ქართული ოცნების კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და რეგიონის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სოფლიდან გამოაძევა

Published on

ხულოს რაიონის სოგელ დიდაჭარაში ადგილობრივებმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის საშუალება არ მისცეს და სოფელი დაატოვებინეს. 

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ბოლქვაძე მხოლოდ დაპირებებს გასცემდა და რიაიონისთვის მას არაფერი გაუეთებია – შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კანდიდატი საკუთარი კომპანიების გამდიდრებას შეეცდება, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. 

გარდა დიდაჭარისა, სხვა სოფლების მაცხოვრებლებიც ეჭვობენ, რომ ანზორ ბოლქვაძე ფულის გათეთრებას შეეცდება და მოსახლეობისთვის სასარგებლოს არაფერს გააკეთებს. 

ცნობისთვის, ანზორ ბოლქვაძე 12 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ჯერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ენმ-დან, 2012 წლიდან კი “ოცნების” დეპუტატია. 

ანზორ ბოლქვაძის შემდეგ, სოფელ დიდაჭარას მოსახლეობამ სოფელში უკვე რეგიონის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე არ შეუშვა და გამოაძევა.

ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს ევროპულის ჩემპიონი ფირუზ წულუკიძე რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

ფირუზ წულუკიძის ძმა რეზო წულუკიძე, უკვე რამდენიმე თვეა ხულიგნობის ბრალდებით იხდის სასჯელს. ძმები წულუკიძეები ამბობენ, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით სდევნის მათ, რადგან სპორტსმენებმა არჩევნებში დახმარებაზე ხელისუფლებას უარი უთხრეს.

პარალელურად რეგიონის ოპოზიცია ასაჯაროებს აუდიო ჩანაწერებს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესს მთლიანად სუს-ი აკონტროლებს, მათ შორის ნიშნავს და მართავს საუბნო კომისიის წევრებს. 

სიახლეები

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...

ზელენსკი-უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, ეს გადაწყვეტილება წევრების მისაღებია

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის...

ამოღებულია 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...