მთავარისიახლეებიმსოფლიოთეთრი სახლი სირიაზე ახალი ავიაიერიშის მიტანას არ გამორიცხავს

თეთრი სახლი სირიაზე ახალი ავიაიერიშის მიტანას არ გამორიცხავს

Published on

თეთრი სახლი სირიაზე ავიაიერიშის ხელახლა მიტანას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრესპიკერმა შონ სპაისერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Washington Times ავრცელებს.შონ სპაისერის თქმით, თუკი ბაშარ ასადის რეჟიმი კიდევ ერთხელ გამოიყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს, შეერთებული შტატები სამხედრო იერიშს ისევ განახორციელებს.პრესსპიკერის განცხადებით, სირიის მასობრივი განადგურების იარაღი საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, რადგან ის შეიძლება "ისლამური სახელმწიფოს" ხელში აღმოჩნდეს. სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, შტატების "პროპორციული საპასუხო გადაწყვეტილება"უწოდეს. მართალია აშშ-მა გააოცა დასავლელი პარტნიორები, მაგრამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო პერიოდში "დამთბარ" პოლიტიკაზე.  რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიის ავიაიერიშმა რუსეთი და აშშ სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე დააყენა. ვლადიმერ პუტინმა კი ავიარიეშს ამერიკის აგრესია უწოდა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც, რომელზეც სირიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 18 ქალია. სირიის ხელისუფლება ქიმიურ თავდასხმასთან თავის კავშირს უარყოფს. 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...