მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალის რაიონში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გალის რაიონში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გუშინ ოკუპურებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ სიდაში მოხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.
 
,, 9 აპრილს, საღამოს 19:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობებით გალის მცხოვრები გია წურწუმია ( დაბადებული 1969 წელ)  და მისი მეუღლე  სოფიკო შალამბერიძე ა( დაბადებული 1075 წელს) ადგილობრივ რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებისგან ორივე მათგანი გარდაიცვალა- ნათქვამია განცხადებაში –  მომხდარში ეჭვმიტანილია ამავე სოფლის მკვიდრი დურმიშხან შამუგია ( დაბადებული 1970 წელს). მის წინააღმდეგ გალის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.მიღებულია ზომები შამუგიას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავებისათვის“ 
 
ტელეკომპანია ,,ოდიშის ''  გადამღებ ჯგუფთან საუბარში  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი ლაპარაკობენ ამ შემზარავი მკვლელობის  საკუთარ ვერსიებზე. მათი თქმით, წურწუმიების ოჯახში  მკვლელობა   ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, მკვლელობას წინ უძღოდა ჩხუბი, რომელიც სადღესასაწაულო სუფრაზე დაიწყო ( მეზობლები ერთად სვამდნენ) , რის შემდეგაც შამუგია სახლში გაიქცა და მცირე ხანში  დაბრუნდა ხელში  იარაღით ( 5, 45 მმ კალიბრის ავტომატით) , საიდანაც ცეცხლი გაუხსნა მეზობლებს.   სროლის შედეგად ქალი ადგილხზე გარდაიცვალა, მას სიცოცხლის ნისატი არ რტყობოდა, მაგრამ თავის ასევე მძიმედ დაჭრილ მეუღლესთან ერთად იგი მაინც გადაუყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერდა, ხოლო ქალის მიმართ  სიკვდილის ფაქტი იქნა კონსტატირებული. გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით  ადრე გია წურწუმიამ მოასწრო დაესახელებინა მკვლელის ვინაობა. ოიშის რესპონდენტებს თქმით, მკვლელი  მიმალულია და გალის მილიციის თანამშრომლები მას ყველგან დაეძებენ. 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...