მთავარისიახლეებიმსოფლიოეგვიპტეში ბზობის დღეს მოწყობილი სისხლიანი ტერაქტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეგვიპტეში ბზობის დღეს მოწყობილი სისხლიანი ტერაქტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Published on

ბზობის დღესასწაულზე ეგვიპტეში,  ქალაქ ტანტასა და ალექსანდრიის კოპტურ ეკლესიებში ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელმა ტერორისტებმა  აფეთქებები მოაწყვეს. ტერაქტებს საერთო ჯამში, 44 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს  ეგვიპტეში 3 თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ სისიმ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა რეგიონში არმიის ქვედანაყოფების გაგზავნის ბრძანებაც გასცა.განკარგულება ძალაში შესვლამდე  პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 
საგანგებო მდგომარეობა სამართალდამცველებს საშუალებას მისცემს, დააკავონ ადამიანები და გაჩხრიკონ სახლები სასამართლო ორდერის გარეშე.
 
,,მოგმართავთ ყველა ეგვიპტელს, როგორც ქრისტიანებს, ისე მუსულმანებს – ტერორისტები ცდილობენ ააფეთქონ ჩვენი ერთიანობა, ამიტომ ყველას გვმართებს ვიყოთ ფხიზლად, რომ  შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო სამშობლო'- განაცხადა პრეზიდენტმა ალ სისიმ მოსახლეობისადმი მიმართვაში, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა. – ქვეყანაში ცხადდება სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა და პარალელურად იქმნება ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის უმაღლესი საბჭო'' 
 
მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლას დრო დასჭირდება და ალბათ კიდევ არის მოსალოდნელი ახალი თავადასხმები და ახალი მსხვერპლი. ამან არ უნდა გამოიწვიოს პანიკა და სასოწარკვეთა, პრეზიდენტმა ალ სისის მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინოს ზეწოლა ქვეყნებზე, საიდანაც მოდის ტერორიზმის საფრთხე და აიძულოს ამ ქვეყნების მთავრობები მართლმსაჯულებას გადასცენ  დამნაშავეები. 

 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...