მთავარისიახლეებისაზოგადოება2017 წლის პედაგოგთა გამოცდაზე უპრეცედენტო რაოდენობის აპლიკანტი დარეგისტრირდა

2017 წლის პედაგოგთა გამოცდაზე უპრეცედენტო რაოდენობის აპლიკანტი დარეგისტრირდა

Published on

პედაგოგთა გამოცდისათვის რეგისტრაცია დასრულდა. მასზე გასვლის სურვილი წელს ყველაზე მეტმა- 27 400-მდე ადამიანმა გამოთქვა. აქედან ნაწილი უკვე მოქმედი მასწავლებელია, რომელთაც კომპეტენციის დადასტურება სურთ, ხოლო ნაწილი პროფესიაში შესვლის მსურველი.შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე  გამოცდაზე გასვლის მსურველთა თითქმის გაორმაგების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ შესულმა ცვილებებმა დაინტერესება გაზარდა.რეგისტრაცია 5 აპრილს დასრულდა და საერთო ჯამში 27 400-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა. ამდენი მსურველი აქამდე ნამდვილად არ გვყოლია, ასეთი შემთხვევა არ გვქონია.- ამბობს მინდაძე. „ყველაზე მეტი 18 ათასი იყო, წელს კი 27 ათასზე მეტია.ვფიქრობ, ამის მიზეზი მასწავლებელთა სქემაში შეტანილი ცვლილებები იყო. მოგეხსენებათ, საკრედიტო ქულების განაწილების წესი შეიცვალა. ზოგადად,   პროცესს დატვირთვა შეეცვალა და ალბათ ამ ყველაფერმა, საერთო ჯამში, მეტი მსურველის გამოჩენა განაპირობა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...