მთავარისიახლეებისამართალინათელი სხივი რჩეულიშვილების ოჯახის დევნისა და ლამისაა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში

ნათელი სხივი რჩეულიშვილების ოჯახის დევნისა და ლამისაა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში

Published on

გურამ რჩეულიშვილი, შესაძლოა, 11 აპრილს პატიმრობიდან გათავისუფლდეს. – ცნობას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ე.წ. ”ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9 თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურება, თუმცა სავარაუდოდ, მოსამართლე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებაზე ერთი დღით ადრე იმსჯელებს. 
 
”ცენტრ პოინტის” საქმეზე, ”ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდზე სასამართლო პროცესი დღესაც ჩატარდება, თუმცა გურამ რჩეულიშვილის ადვოკატისთვის უცნობია განიხილავს თუ არა დღეს მოსამართლე მაია შოშიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების საკითხს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განუცხადა, გამორიცხული არ არის რჩეულიშვილის გათავისუფლების შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დააყენოს. 
 
თავად ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება. 
 
ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროკურატურა გურამ რჩეულიშვილს მენაშენეთა კუთვნილი 1 657 959 ლარის მითვისებას ედავება. ამავე საქმეზე ბრალი წაყენებული აქვს ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს და ”ცენტრ პოინტ აჭარას” დირექტორს ირაკლი მინდელს. 

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...