მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მათ გმართეს ტყუილით და აპირებენ ტყუილით გმართონ შემდეგი 30 წელიწადი. არსებობს ივანიშვილი,...

,,მათ გმართეს ტყუილით და აპირებენ ტყუილით გმართონ შემდეგი 30 წელიწადი. არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი და არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ როგორც ვაქცინა ”- მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გურულებს

Published on

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთში მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინა.

შეხვედრაზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი, მაგრამ ორგანიზატორების მიერ მიღებული იყო კორონავირუსისგან დაცვის ზომები.

„ძალიან მიხარია, რომ უსაფრთხოების ზომებს იცავთ იმიტომ, რომ არცერთი ვირუსი და არცერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს და არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი როგოც ვირუსი და არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი და ერთადერთი საშუალება“, – ასე მიმართა  ოზურგეთში შეკრებილ ამომრჩეველს „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ონლაინ ჩართვის მეშვეობით.

მან ასევე აღნიშნა, რომ გურიას სათანადოდ ვერ მიხედა მისმა ხელისუფლებამ, რადგან ვერ მოასწრეს.

„მე თავის დროზე დავიწყე ძალიან ბევრი რამ გურიაში, ვერ მივხედე გურიას სათანადოდ , როგორც უნდა მიგვეხედა, რადგან ვერ მოვასწარით უბრალოდ, მაგრამ გვქონდა გრანდიოზული გეგმები გურიაზე,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების კრიტიკას ბათუმის შეკრების შესახებ და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის „წამზომი ჩართულია“. მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხი „გააღატაკა და კიდევ აქეთ ამუნათებს“.

„დამთავრებულია ივანიშვილის დრო, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას, არავინ აღარ იქნება არავის ხელის ბიჭი ფეოდალი ყმები და განსაკუთრებით გურიაში მან გადაწყვიტა, რომ მთელი გურია აქციოს თავის ყმებად, თვითონ ხომ გაუნათლებელია და თავისზე სამჯერ უფრო გაუნათლებელ ნათესავებს მისცეს ყმებად“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით,  ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის ხალხის გაღატაკება და ახლა დროა „გველეშაპის ტყუილის კოშკების დანგრევის“.

„მათ გმართეს ტყუილით, კორონა გაავრცელეს ტყუილით და აპირებენ ტყუილით გმართონ შემდეგი 30 წელიწადი. თქვენ ხომ რევოლუციონერების მხარეს ხართ, თქვენ ხომ დიდი ქართველი მოღვაწეების მხარეს ხართ, ბებიაჩემის მხარეს ხართ ბოლოს და ბოლოს, ასე რომ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ”- განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...