მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ლელოს'' ლიდერს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

,,ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

,,ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, მან PCR ტესტი გუშინ, დაბალი სიცხის გამო ჩაიტარა და პასუხი დადებითი იყო.

“ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით”, — განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მასთან კონტაქტების მქონე პირები უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ტესტის პასუხებს ელოდებიან.

“კონტაქტების წრე არის ძალიან პატარა. არ გვქონია დიდი ღონისძიებები, აქციები და ხაზარაძე არც ტელევიზიაში ყოფილა ერთი კვირაა. ასევე, ლელოს ყველა ოფისში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა აქამდეც უკვე ძალიან შეზღუდულად, დისტანციურ რეჟიმზე ვმუშაობდით”,— განაცხადეს პრესსამსახურში.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...