მთავარისიახლეებირეგიონებიჩხოროწყუს მოსახლეობა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

ჩხოროწყუს მოსახლეობა დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

Published on

სანამ საქართველოს რიგი ქალაქები თავიანთი უკვე არსებული  სტატუსის მოსალოდნელ გაუქმებას აპროტესტებენ, ჩხოროწყუს მოსახლეობა დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
 
ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილის ვალერი თოდუას განცხადებით, საკითხი წლების წინაც იდგა დღის წესრიგში, თუმცა გარკვეული დაბრკოლებების გამო ეს ვერ მოხერხდა. 
 
”თავის დროზე რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი. თუმცა იყო სხვადასხვა დაბრკოლებები, მათ შორის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რადგან ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებაში მოსახლეს 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი არ უნდა ჰქონდეს. ახლა ეს პრობლემა მოიხსნა, სხვა მხრივ კი, დაბა ჩხოროწყუ ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც ქალაქის სტატუსის მისანიჭებლად არის საჭირო.
 
7 აპრილს კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა, ეს იქნება დასკვნითი შეხვედრა მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ, რომელზეც მოხდება ხელმოწერების შეგროვება. ეს ყველაფერი გადაეგზვნება საკრებულოს განსახილველად, უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც საკითხს მთავრობის სხდომაზე დააყენებს. თავის მხრივ კი, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს თუ ინიციატივას გაიზიარებს”, – განაცხადა ვალერი თოდუამ. 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...