მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით გარეჯის საქმის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის წინააღდეგ წინასაარჩევნოდ...

დავით გარეჯის საქმის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის წინააღდეგ წინასაარჩევნოდ დაწყებული შავი პიარია

Published on

პრემიერმინისტრი დავით გარეჯის თემის გამწვავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს და არ გამორიცხავს  საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ახალი ბრალის წარდგენას

 “გამოძიება სად მივა, ამ ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, თან სააკაშვილზე სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა” – განაცხადა მან დღევანდელ ბრიფინგზე.

 გახარიას განცხადების კვალდაკვალ,მესამე პრეზდენტის პასუხისმგებლობაზე უმრავლესობის წევრები მეტი რიხით  ალაპარკდნენ.

 ” წინასაარჩევნოდ უნდა შენახულიყო ის მასალა რაც მივიღეთ ? ვის რა უფლება აქვს, რომ დამალოს ?! დიახაც, წინასაარჩევნო პერიოდში უნდა იცოდეს ამომრჩეველმა ვისთან გვაქვს საქმე “- ამბობს გია ვოლსკი, “ოცნების” ლიდერი.

პერსონალიებზე ისაუბრებს გამოძიება, ამბობს “ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი.”ცხადია, დამატებით კითხვის ნიშნებს აღძრავს, როდესაც, თურმე, ყოფილა განხილვა უშიშროების საბჭოზე, მაშინ ჩვენ კარგად გვახსოვს, ხომ, როგორ იღებოდა გადაწყვეტილებები – იყო მკაცრი ვერტიკალი, რომლის სათავეშიც იდგა პრეზიდენტი” – თქვა იონათამიშვილმა.

გიორგი გახარიას განცხადებს შემდეგ, ოპოზიცია კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი სწორედ ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის წინააღდეგ წინასაარჩევნოდ დაწყებული შავი პიარია. 

,,გახარიას განცხადება ადასტურებს, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეში იმიტომ ჩააგდო, რომ მათი საბოლოო სამიზნე ყოფილი ხელისუფლების ხელმძღვანელობაა. მთლიანად ეს საქმე რუსეთის პროპაგანდისტული მეთოდებითაა შეკერილი, იმისთვის რომ არჩევნების წინ მორიგ ჯერზე აღძრან დამატებითი საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ” – ამბობს სალომე სამადაშვილი.

“კარტოგრაფების საქმის მთავარი ამოცანა იყო, რომ მორიგ ჯერზე სისულელე დაებრალებინა წინა ხელისფულებისთვის და მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა – ამ საქმის მთელი არსი ეს არის, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ბრალს წაუყენებენ” – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე.

“ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც ფიქრობს,  ქართული ოცნება აგებს არჩევნებს, ამიტომ “მათ სჭირდებოდათ რაღაც ისეთი, რომელიც ქართულ გრძნობებზე იმოქმედებდა”. მისივე აზრით, რეგიონში ომის პირობებში ასეთი ქცევა ანტისახელმწიფოებრივია. 

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...