მთავარისიახლეებიკონფლიქტებიათასლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი კამფეტების გამო

ათასლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი კამფეტების გამო

Published on

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მდგომარეობა დღითიდღე გაუსაძლისი ხდება. რუსი მესაზღვრეების თავხედობას ბოლო დროს ქართულ საგუშაგოზე დამკვიდრებული წესები ემატება – ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს ინფორმაციას უკიდურესად გამკაცრებულ სასაზღვრო რეჟიმზე:
 
,, დღეს ახალგორიდან თბილისისკენ მიმავალ მგზავრს ერთი კგ კანფეტი აღმოაჩნდა. ქართულ საგუშაგოს მორიგე პოლიციელებმა ჩაიწერეს მისი პირადი მონაცემები- მისამართი, ტელეფონი, პირადობა… არ დავწერ ქალბატონის ემოციებს რაც ნერვიულობისაგან დაემართა. კითხულობს რას უკავშირდება მათი კითხვები, მაგრამ პასუხი არაა. წინა კვირას ქალბატონი დააჯარიმეს 1.000 ლარით, ახალგორში ნისიად შეძენილი რუსული პროდუქტის გამო. იმ სტრეულ მდგომარეობას, რაშიც თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ცხოვრება ახალგორში, მსგავსი შემოწმებები და პასუხგაუცემელი კითხვები შიშს იწვევს.''
 
ჟურნალისტი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სხვა თუ არაფერი, გასწიოს საინფორმაციო კამპანია- რისი უფლება აქვს მოსახლეობას და დაცვის რა მექანიზმები. 
 
,,ოდიში ნიუსი'' დასძენს, რომ დევნილების მიერ რუსული პროდუქციის მცირე რაოდენობით გადმოტანის შემთხვევები გადაყიდვის მიზნით არის აფხაზეთიდანაც,  რა მოხდება, თუ ახალგორის საგუშაგოზე დამკვიდრებული წესები  ენგურის ხიდზეც ამოქმედდება, არის თუ არა გალის მოსახლეობა ინფორმირებული ამ სახის პროდუქციის გადმოტანის წესების შესახებ?

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...