მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არავითარი მეგისი'' და "ბიუჯეტის ვირთხა" უგულავა

,,არავითარი მეგისი” და “ბიუჯეტის ვირთხა” უგულავა

Published on

“მინდა გამოვეხმაურო ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებას: “არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება”. – წერს საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

,,არ ვიცი, რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები: “მუდამ საქართველოს ქომაგი” !!!

რა “საქმეებიც” არუნდა “შეკერონ” ჩემს მიმართ ყველას მოტივი იქნება ერთი: “ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება. უგულავა კი ყოველთვის “ბიუჯეტის ვირთხა” -დ დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი “ტყავი”-ს გადასარჩენად.”– წერს მეგის ქარდავა

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...