ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი რ.გ დააკავეს.
რ.გ იმ დროს იქნა დაკავებული, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ცოლისძმა ბ.ფ, რომელიც ასევე დაკავებულია. თუმცა, ის დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. მას 70-მდე აბი სუბოტექსი აღმოაჩნდა.
დასუფთავების სამსახურის უფროსი რ.გ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.