მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პიჯაკების საქმე,, საპნის ბუშტივით გასკდა

,,პიჯაკების საქმე,, საპნის ბუშტივით გასკდა

Published on

“პროკურატურამ გვითხრა ჩვენ, რომ ამ საქმეში ჩვენ მტკიცებულება არ გაგვაჩნიაო. თავიანთი ექსპერტები მოხსნეს, ეს არის ცინიზმი ამ ხელისუფლების, რომ 7 წლის მერე ადამიანს ეუბნები, რომ სინამდვილეში არაფერი მომხდარა”, – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია, რომელიც მრავალი წელია განიცდის პოლიტიკურ დევნას, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმის სახელით არის ცნობილი. იგი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების არქონაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან ამდენი წლის შემდეგ ცინიზმის გამოხატულებაა.

დღეს საიდუმლო მასალების გაცნობის მოტივით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. “პიჯაკების საქმის” განხილვა  დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ საკუთარი მოწმეები და ექსპერტებიც გაიწვია, რომელთა ჩვენებაც საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო

“მათ მოხსნეს ის ექსპერტები და აუდიტორები დასაკითხ პირთა სიიდან და უარი თქვეს სასამართლოს წინაშე მათი ჩვენებების და ექსპერტიზების გამოკვლევაზე, ვისზეც ემყარებოდა მთელი ეს ბრალდება. ვისზეც მთელი ამ 6 წლის  მანძილზე ჩვენ ვისმენდით, რომ, თითქოს, რაღაც მტკიცებულება ჰქონდათ; ვისზეც ამ 6 წლის მანძილზე ვისმენდით, რომ, თითქოს, არსებობდა რაღაც დოკუმენტები; ვისზეც ვისმენდით, რომ დაადასტურებდნენ თემო ჯანაშიას და მიშა სააკაშვილს ბრალეულობას. ესეთი მოწმეები და ესეთი მტკიცებულებები დღეს ბრალდების მხარემ მოხსნა”, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.  

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...