მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილის ტაძარში შესაწირი ყუთი გატეხეს და ფული წაიღეს

მარტვილის ტაძარში შესაწირი ყუთი გატეხეს და ფული წაიღეს

Published on

მარტვილის საკათედრო ტაძარში ქურდობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,მთავარი არხი”ავრცელებს.

,,მირქმის ტაძრის საკურთხეველში, დედაოებს შესაწირი ყუთი გატეხილი, იქ მოგროვილი თანხა კი წაღებული დახვდათ. დედა სალომეს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი გუშინ, 11 ოქტომბერს მოხდა” -ნათქვამია ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

,,სასულიერო პირების ინფორმაციით, ყუთი 3 თვეა არ გახსნილა და რამდენი წაიღეს ქურდებმა მათთვის უცნობია, თუმცა ბოლო პერიოდის საეკლესიო დღესასწაულებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ თანხა მცირე არ იქნებოდა.

ადგილზე სამართალდამცველები “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ მივიდნენ. ტაძრის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სიახლეები

გერმანია ევროკავშირს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას სთავაზობს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოდის ინიციატივით, უკრაინას მიენიჭოს „ასოცირებული წევრის“ სტატუსი ევროკავშირის ინსტიტუტებში, როგორც...

ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა,...

ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, საქმეზე...

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...