მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 6-ის წყარო უცნობია

ზუგდიდში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 6-ის წყარო უცნობია

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 504 ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 13  შემთხვევა გამოვლინდა. აქედან  8 შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს, მათ შორის 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 6-ზე ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩოროწყუს მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში, 2 ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  212 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 64 კოვიდ პაციენტი, აქედან 18 -ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 31 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 110 ადამიანი.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...