მთავარისიახლეებიმსოფლიოპოლონეთი ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს

პოლონეთი ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს

Published on

პოლონეთის პროკურატურა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის განზრახ პროვოცირებაში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს. როგორც ვარშავაში  გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის გენერალური პროკურორის მოადგილე მარეკ პასიონეკმა განაცხადა, საპრეზიდენტო თვითმფრინავის Ту-154-ის ავარიის საქმეზე, მტკიცებულებების გამოკვლევის ანალიზი აძლევთ საფუძველს, ივარაუდონ, რომ ავიაკატასტროფაში სმოლენსკის აეროპორტის ავიადისპეტჩერები დაადანაშაულონ.ამასთან, როგორც პასიონოკმა აღნიშნა, სადისპეტჩერო კოშკურაზე იმყოფებოდა მესამე ადამიანი, რომლის ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის.„ჩვენ ეჭვი გვაქვს ორ დისპეტჩერზე, ასევე მესამე ადამიანზე, რომელთაც განზრახ მოახდინეს ავიაკატასტროფის პროვოცირება“, – განაცხადა პოლონეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ.„თვითმფრინავის ფრაგმენტებს ბრიტანეთის და ესპანეთის ლაბორატორიებში იკვლევენ. ორ დისპეტჩერს ბრალი წარედგინება ავიაკატასტროფის განზრახ პროვოცირებაში, მესამე პირის ვინაობა დგინდება. რუსეთის მხარეს იურიდიული მხარდაჭერის მოთხოვნით მივმართეთ“,- განაცხადეს პრესკონფერენციაზე.პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა Ту-154-მა 2010 წლის 10 აპრილს, კატასტროფა სმოლენსკთან განიცადა.თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრი და 88 მგზავრი დაიღუპა. დაღუპულებს შორის იყო პოლონეთის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...