მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის გრძელი ხელი - აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტი ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო...

რუსეთის გრძელი ხელი – აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტი ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს

Published on

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტი ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს.  საგამოძიებო ჯგუფის სპეციალისტები უკვე ეცნობიან დაზვერვის სამსახურებისგან გამოთხოვილ ათასობით დოკუმენტს, რომლებიც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს უკავშირდება.
 
ამ თემაზე მოკვლევას რესპუბლიკელები და დემოკრატები კონგრესის ორივე პალატაში აწარმოებენ. სენატის დაზვერვის კომიტეტის საგამოძიებო ჯგუფის თანამშრომლებს დაგეგმილი აქვთ 20 ადამიანის გამოკითხვა. მათ შორის იქნება დონალდ ტრამპის სიძე, ჯერედ კუშნერი.
 
“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება, რომელიც კონგრესს ახსოვს,” – აცხადებს სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ბური.
 
სენატის დაზვერვის კომიტეტის გამოძიებაში 7 სპეციალისტია ჩართული. ისინი ფლობენ ე.წ. “უსაფრთხოების მანდატებს”, რათა დაზვერვის მასალებზე თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ.
 
„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, რუსეთი ქმედებებს აგრძელებს. ზოგიერთი ჩვენი ახლო მოკავშირე ევროპაში განიცდის ზუსტად ასეთივე ჩარევას, საკუთარ პოლიტიკურ პროცესებში. გერმანიამ განაცხადა, რომ მათი პარლამენტი დაჰაკულია. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატზე რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა ვრცელდება. ჰოლანდიელებმა ხელით დათვალეს ბიულეტენები, რადგან მათ საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის ეშინოდათ,“- განაცხადა სენატის დაზვერვის კომიტეტის თანათავმჯდომარე მარკ უორნერიმ.
 
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჰილარი კლინტონი ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა, რომელიც რუსული კიბერთავდასხმების ობიექტი გახდა. რუსებს შეტევის მცდელობა მარკო რუბიოს კამპანიის წევრებზეც ჰქონდათ.
 
ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის და ტრამპის კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე გამოძიება კონგრესის ორივე პალატის გარდა, გამოძიების ფედერალურ ბიუროშიც მიმდინარეობს, რაც წინა კვირას FBI-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...