მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: ,,ჩვენი პარტია არ შექმნის კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“ და მხარს არ...

დავით ბაქრაძე: ,,ჩვენი პარტია არ შექმნის კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“ და მხარს არ დაუჭერს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე”

Published on

ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ არ შექმნის კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“ და მხარს არ დაუჭერს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. ამის შესახებ ბაქრაძემ ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ძალაში რჩება შეთანხმება ოპოზიციასთან და „ევროპული საქართველო“ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას, რომ არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან ეს გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა უმძიმეს კონომიკური კრიზისში მშვიდობიანად და პოლიტიკურად უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე. მეორე – არ დავუჭერთ მხარს  მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობს. ხაზს ვუსვამს, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების“ შემთხვევისგან, ვისთანაც არანაირი ფორმით არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ოპოზიციის ღირებულ ნაწილად და ძალაშია ყველა ის შეთანხმება, რომელიც გვაქვს თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით; ბოლომდე შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...