PS თბილისის მერს, დავით ნარმანიას, მის ძმას, ირაკლი ნარმანიას და მათ ოჯახს გადაცემაში მათ შესახებ გასული სიუჟეტის გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ განცხადება გადაცემა არჩევანის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც ასევე გადაცემა PS-ის წამყვანია, გადაცემის სახელით გააკეთა."კვირას, პოსტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო სამშენებლო კომპანიებზე, რომლებსაც დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია, უწევს ან უწევდა იურიდიულ მომსახურებას. სიუჟეტი სამი კომპანიის საქმიანობას ეხებოდა, აქედან ორის იურისტი ნამდვილად თბილისის მერის ძმაა."მესამე კომპანიის იურისტს ასევე ირაკლი ნარმანია ჰქვია, ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს სულ სხვა პირია და მას არანაირი კავშირი არა აქვს დავით ნარმანიასთან. ვაღიარებ, ეს ჩვენი შეცდომა იყო, რომელიც იდენტურმა სახელმა, იდენტურმა პროფესიამ და კომპანიის იდენტურმა საქმიანობამ გამოიწვია."თუმცა, მე არ ვცდილობ ახლა ამ შეცდომის გამართლებას. ასეთ ხარვეზს, რა თქმა უნდა, გამართლება არა აქვს და ეს სრულიად არ შეესაბამება მუშაობის იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, უფრო ღრმად გადაგვემოწმებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მსგავსი შეცდომა დაუშვებელია."ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი ცილისწამება, რომელიც ჩვენდაუნებურად გამოგვივიდა. ამიტომ მე PS-ის სახელით ბოდიშს ვუხდი ხსენებული კომპანიის იურისტს, ირაკლი ნარმანიას; ბოდიშს ვუხდი თბილისის მერის ძმას, ირაკლი ნარმანიას და ბოდიშს ვუხდი თავად დავით ნარმანიასაც მისი ოჯახის წევრის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის."კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს გამიზნულად არ გაგვიკეთებია და თან ეს ეხება სიუჟეტში გაშუქებულ მხოლოდ ერთ კომპანიას, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი ყველაფერი წესრიგში იყო – იქ ნამდვილად მერის ძმა, ირაკლი ნარმანია ფიგურირებს და იკვეთება მისი მხრიდან სამშენებლო კომპანიების ლობირების ნიშნები," – განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
საზოგადოება
რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია
3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...
საზოგადოება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა
საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...
სიახლეები
ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა
ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....
სიახლეები
ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...