მთავარისიახლეებიპოლიტიკადედაქალაქში ვიზალიბერალიზაციის დღე აღინიშნება

დედაქალაქში ვიზალიბერალიზაციის დღე აღინიშნება

Published on

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე ორი დღე რჩება.
 
დედაქალაქში ღმაშენებლის გამზირზე ამ წუთებში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი  საზეიმო ღონისძიებები იწყება. 
 
 საზეიმო პროგრამის ცენტრალური ღონისძიებები ხვალ, 27 მარტს  არის დაგეგმილი – ევროპის მოედანზე  მოეწყობა  ინსტალაცია – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი . კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება. 
 
 დღეს კი  დედაქალაქი დილიდან განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთს თემატური დეკორაციით ირთვება. მთელი დღის განმავლობაში „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს შესთავაზებენ. 
 
12:00 საათიდან უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები . ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. 15:00 საათიდანდაიწყება სახალხო პროექტი „გვიდირიჟორე“ , ასევე, გაიმართება თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი”. 
 
 დღის ბოლოს  გაიმართება კონცერტი , რომელზეც ყველასთვის ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...