მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტი ვენერას ისაკუთრებს და ჩვენ სულ რა ვთქვათ?

ოკუპანტი ვენერას ისაკუთრებს და ჩვენ სულ რა ვთქვათ?

Published on

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის, ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ვენერა რუსული პლანეტაა. როგოზინის განცხადება ორშაბათს Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს უკავშირდება, რომელთა თანახმადაც ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირი აღმოაჩინეს, რაც პლანეტაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს.

HeliRussia-ს გამოფენაზე როგოზინმა აღნიშნა, რომ რუსი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად ვენერა სიცოცხლის არსებობისთვის შეუსაბამოა.

“ჩვენი ქვეყანა იყო პირველი და ერთადერთი რომელმაც ვენერაზე წარმატებული დაშვება განახორციელა. რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა მოიპოვა ინფორმაცია პლანეტაზე – იქაურობა ჯოჯოხეთს ჰგავს” – თქვა დმიტრი როგოზინმა.

როსკოსმოსი გეგმავს ვენერაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე დამოუკიდებელი ექსპედიცია გაუშვას. ამ დრომდე როსკოსმოსი 2026 ან 2031 წლისთვის გეგმავდა Venera-D მისიის ორგანიზებას, რომელიც აშშ-სთან თანამშრომლობით მზადდება.

ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შემდეგ რუსი მილიარდერის იური მილნერის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, Breakthrough Initaitives-მა, განაცხადა, რომ პლანეტის ატმოსფეროში პრიმიტიული სიცოცხლის შესაძლო არსებობის გამოსაკვლევად კვლევას დააფინანსებდა.

Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კველვის თანახმად მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ვენერაზე მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...