მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი'' - რატომ მოხსნა თავისი კანდიდატურა სანდრო ბრეგაძემ...

,,ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი” – რატომ მოხსნა თავისი კანდიდატურა სანდრო ბრეგაძემ გლდანში

Published on

ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური პოლიტიკური პარტიიის, ქართული მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გლდანში თავისი კანდიდატურა მოხსნა.

ბრეგაძე მიზეზად იმას ასახელებს, რომ პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა მას კონკურენტი დაუყენა. მისი თქმით, გულუბრყვილოდ ჰქონდა ილუზია, რომ “ყველა ეროვნული ძალა გვერდით დაუდგებოდა”. წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში .

“ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ!!! სიმართლეს ვიტყვი — ამას არ ველოდი!!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში”, “ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი”.

პატრიოტთა ალიანსმა გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატად მერაბ ჭიქაშვილი წარადგინა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...