მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის სამხედრო ნაწილზე თავადასხმისათვის პასუხისმგებლობა ე.წ. „კავკასიის ვილაიათის“ მებრძოლებმა აიღეს

რუსეთის სამხედრო ნაწილზე თავადასხმისათვის პასუხისმგებლობა ე.წ. „კავკასიის ვილაიათის“ მებრძოლებმა აიღეს

Published on

გუშინ ჩეჩნეთში  რუსეთის სამხედრო ნაწილზე (,,როსგვარდიაზე") თავდასხმა  მოხდა. რუსეთის ანტიტერორისტული ეროვნული კომიტეტის მონაცემებით, თავდასხმაში ექვსი „ბოევიკი“ მონაწილეობდა. მათ ისარგელეს ჩამოწოლილი ნისლითა და დაბალი ხილვადობით და დაახლოებით ღამის 2 საათსა და 30 წუთზე ადგილობრივი დროით ნაწილის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, თუმცა ნაწილის მორიგეებმა შენიშნეს ისინი და ცეცხლი გაუხსნეს.  
 
ორმხრივი ცეცხლის შედეგად “ბოევიკები” ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული.   ცხედრების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სამ მათგანს ტანზე თვითმკვლელის ქამრები ჰქონდა გაკეთებული. თავადამსხმელებს თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მოწმობს, რომ მათ ფართო მასშტაბის ბრძოლა ჰქონდათ ჩაფიქრებული.
 
თავდასხმის შედეგად ასევე დაიღუპა ექვსი, დაშავებულია  სამხედრო. ერთერთ მათგანს ცეცხლსასროლი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.  
 
 თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – იუწყება SITE Intellegence Group, რომელიც  ინტერნეტში ისლამისტი ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერების მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმა ე.წ. „კავკასიის ვილაიათის“ „ბოევიკებმა“ განახორციელეს. 

 

 

 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...