მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმოლდოვის ხელისუფლებამ სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია ქვეყანაში არ შეუშვა

მოლდოვის ხელისუფლებამ სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია ქვეყანაში არ შეუშვა

Published on

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას მოლდოვის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით აფხაზეთის ოფოციალური დელეგაციის  მიმართ.

 არსებული ინფორმაციით რეისი, რომლითაც აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვაში უნდა ჩასულიყო   სეპარატისტულ ტირასპოლში მოლდავეთის დნეპრისპირეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, მოლდოვის ხელისუფლების განკარგულებით მოიხსნა, ხოლო დელეგაციის წევრები  დეპორტირებულ იქნენ და  10 წლით აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა. როგორც აფხაზეთის მედია იუწყება, მოლდავეთის უსაფრთხოების სამსახურმა დროებიტ დააკავა დელეგაციის წევრი ოფიციალური პირები> მატ შორის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიცე პრეზიდენტი ვიტალი გაბნია და მათთან ვიტარების გასარკვევად ჩატარებული გასაუბრების საბაბით ,   მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადა/

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  პროტესტს უცხადებს მოლდოვას და მის ქმედებებს აფხაზეთის თანამდებობის პირთა მიმართ, დაუშვებელსა და დისკრიმინაციულს უწოდებს – ნათქვამია უწყების განცხადებაში,  –  მივმართავთ  საერთაშორისო საზოგადოებას  ობიექტურად შეაფასონ  მომხდარი და მომავალში არ დაუშვან მსგავსი ქმედება მოლდოვის მხრიდან  ”, – ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, მათი მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ტირასპოლში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით ძირს უთხრის მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას. 

“მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან, საქართველოს იდენტურ პოლიტიკას ატარებს, რომელიც მიმართულია მეზობელი სახელმწიფოებისა და მათი მოქალაქეების იზოლაციისა და დისკრიმინაციისკენ,. მოლდოვის მხრიდან ზემოთ აღწერილი პროვოკაციული ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალურ უფლებას გადაადგილების თავისუფლებაზე”, — აღნიშნეს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

კალასი: ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია,...

ამოღებულია 1 კილოგრამამდე „კოკაინი” – დაკავებულია 1 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე,...

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

4 მაისის ღამის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე...

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...