მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში, ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა

ზუგდიდში, ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა

Published on

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდათ.  ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, 1982 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ზუგდიდში ერთ-ერთ თხილის ქარხანასთან მოხდა. ინციდენტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 9 სექტემბერს შეიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავე დღესვე ოჯახის მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

სიახლეები

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...

გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2021 წელს მოკლეს. მისი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს...

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...