მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ვაშაძეს COVID-19 არ დაუდასტურდა

გიორგი ვაშაძეს COVID-19 არ დაუდასტურდა

Published on

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მან ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

გუშინ გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თანაგუნდელ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 2 075;
გამოჯანმრთელებულია – 1 363;
მათ შორის გარდაცვლილია – 19;
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 882;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...