მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ლევან როსტოშვილს თავისუფლების 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით აღკვეთა...

სასამართლომ ლევან როსტოშვილს თავისუფლების 8 წლით, ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით აღკვეთა შეუფარდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს, იგივე „როსტოს“ თავისუფლების 8 წლით, მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით აღკვეთა შეუფარდა. 
გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში სცნო.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე სამართალდამცველებმა 2016 წლის მაისში, დიდი ოდენობით ნატკოტიკული ნივთიერთების შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა მოგვიანებით ისინი სასამართლო დარბაზიდან 150-150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოთი გათავისუფლების შემდეგ საუბარი იყო მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...