მთავარისიახლეებისამართალინიკა მელია: შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის და ნარკოტიკის ჩადების კამპანია დაიწყო

ნიკა მელია: შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის და ნარკოტიკის ჩადების კამპანია დაიწყო

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის და ნარკოტიკის ჩადების კამპანია დაიწყო – ასე ემაურება   პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის მიერ რუსთავი 2 – ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერი  ნიკა მელია.
 
,,შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების კამპანიას ახორციელებს – აცხადებს იგი –  ამის არაერთი დამამტკიცებელი ფაქტი, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერი ვნახეთ. გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა ბიჭს ნოდარ ნიშნიანიძეს საკუთარ სახლში ჩაუდეს იარაღი, დედისა და მეუღლის თვალწინ და სპეცრაზმი კარებს უმტვრევდა. ასევე გვახსოვს ძმები ფეიქრიშვილები, რომლებსაც იარაღი ჩაუდეს. დღეს, როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები საუბრობენ იარაღის და ნარკოტიკის მოსალოდნელ ჩადებაზე, მაშინ როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრის მეგობარი დაკავებულია დანაშაულებრივად, ბუნებრივია, ეს საგანგაშოა და ყველა, განურჩევლად კუთვნილებისა, რომელი პარტიის დეპუტატიც არ უნდა იყოს , უნდა იღებდეს ხმას. რატომ ვართ ამ პარლამენტში, რას აკეთებს ,.,ქართული ოცნების“ დეპუტაცია თუ ამ საკითხზე ხმას არ ამოიღებს. როდესაც პრეზიდენტის ოჯახი გამოდის და კონკრეტული ფაქტებით საუბრობს, მე ვფიქრობ, ეს საგანგაშოა. მე გამოძიების იმედი არ მაქვს. ქართული საზოგადოების მჯერა და მათი აზრის კონსოლიდაცია თუ შეაჩერებს ივანიშვილის დანაშაულებრივ პოლიციას, რომელმაც წამოიწყო კამპანია ნარკოტიკის და იარაღის ჩადების“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...