მთავარისიახლეებისამართალიბიზნესმენის ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს

ბიზნესმენის ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს

Published on

თბილისში, ბიზნესმენ ლევან შინდელაშვილის MBW X5 მარკის ავტომობილი იარაღის მუქარით გაიტაცეს.გატაცების მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ასევე, ნაპოვნია გატაცებული ავტომობილიც.შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს."შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქე ლ.შ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიული ღონისძიებები.გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით)", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...